ახალი ამბები

კონკურსი რეზიდენტურაში სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად

16 დეკემბერი, 2016

„ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალი“ აცხადებს კონკურსს, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებებში, დარგობრივ რეზიდენტურაში სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად შემდეგ სპეციალობებში:

  • ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
  • გადაუდებელი მედიცინა
  • კარდიოქირურგია
  • ნეიროქირურგია

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა (მიღებული ქულის მინიმალური ოდენობა - 151)

კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი
  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • რეზიუმე

საბუთების მიღება ხორციელდება 31.01.2017-მდე მისამართზე: ო.ჩხეიძის #14, 0177, თბილისი, საქართველო ან ელექტრონულ მისამართზე: administration@blackwell.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - რეზიდენტურა.

რას წერენ ჩვენი პაციენტები ჩვენზე

I would like to thank Dr.Lekso Tigilauri for his professionalism and excellent job.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმის გამო, რომ წუხელ მთელი ღამე არ გეძინათ და ხანდაზმულ პაციენტს მკურნალობდით.. გისურვებთ ზურგის ქარს , წარმატებებს და დამსა ...