სასარგებლო რჩევები

პირველადი დახმარება

3 დეკემბერი, 2014

ნაკაწრები

  • შეაჩერეთ სისხლდენა ზეწოლის მეშვეობით.
  • მობანეთ ჭრილობა საპნით და წყლით.
  • ფრთხილად შეამშრალეთ.
  • დაფარეთ სტერილური საფენით.

ნაჩხვლეტები

  • ნაზად დააჭირეთ საფენი და შემდეგ საპნიანი წყლით ჩამობანეთ. თუ ნაჩხვლეტი ღრმაა, დაუკავშირდით ექიმს.

მწერის ნაკბენი

  • თუ ნაკბენში ნესტარია ჩარჩენილი, რაიმე ბრტყელი სწორი საგნით ამოიღეთ.
  • არ დააწვეთ მაგრად.
  • ნაკბენი დაამუშავეთ ცივი წყლითა და ტამპონით. ეს ტკივილს შეამცირებს.

დამწვრობა ქიმიური საშუალებებით

 

  • თუ ბავშვს კანზე ან თვალებზე რომელიმე ქიმიური ნივთიერება მოხვდა, სასწრაფოდ ჩამობანეთ დიდი რაოდენობის წყლით. სასურველია, წყლის ჭავლმა სხეულზე დიდხანს იდინოს.
  • მოაცილეთ დაბინძურებული ქსოვილი
  • დაბინძურებული არე 15 წუთით მოათავსეთ გამდინარე წყლის ქვეშ.
  • თვალების ამოსაბანად გამოიყენეთ ბოთლი ან წყლის ნაზი ჭავლი და 30 წუთის განმავლობაში ბანეთ.
  • დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან კლინიკას

დამწვრობა

 

  • დაზიანებული ზედაპირი 5–10 წუთით შეუშვირეთ გამდინარე წყლის ჭავლს. არ გამოიყენოთ მალამო ან ცხიმი.
  • ნუ გახეთქავთ დამწვრობის შემდეგ წარმოქმნილ ბუშტუკებს.
  • დაფარეთ ჭრილობა სტერილური საფენით ან რომელიმე არამწებავი ქსოვილის ნაჭრით.
  • როდესაც დამწვრობა ახალია, ცივი საფენი, მაგალითად, ნაჭრის ტომსიკაში ჩაწყობილი ყინულის კუბები, ტკივილს ამცირებს.გამოიყენეთ ცივი საფენი 15 წუთის განმავლობაში.

შინაგანი სისხლდენა ძალიან სერიოზული და ძნელად აღმოსაჩენი დაზიანებაა.

 

შინაგანი სისხლდენა ძალიან საშიშია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სისხლი ამ დროს არ იკარგება ადამიანის სხეულიდან, ის იკარგება სისხლის მიმოქცევის წრიდან. ამის გამო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს (ტვინს, გულს, თირკმელს) შეიძლება დააკლდეს ჟანგბადი.

 

როდესაც ტრავმის მიღების შემდეგ აღინიშნება შოკის ნიშნები, მაგრამ არ არის სისხლის თვალსაჩინო დანაკარგი, ეჭვი უნდა მიიტანოთ შინაგან სისხლდენაზე.

შინაგანი სისხლდენის ნიშნები:

  • სისუსტე
  • სუსტი პულსი
  • გაფითრება,
  • თავბრუსხვევა
  • შემცივნება, ცივი ოფლი
  • შებერილი და მაგარი მუცელი.
  • ხველა სისხლიანი ნახველით
  • სისხლი და გამჭვირვალე გამონადენი ცხვირიდან და ყურებიდან.

 

პირველი დახმარება შინაგანი სისხლდენის დროს:

 

1. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები ზემოთ. შეხსენით მჭიდრო ტანსაცმელი კისერზე, გულმკერდზე, წელზე;

 

2. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;

 

3. არ მისცეთ დაზარალებულს საჭმელი, წამალი და სასმელი. თუ დაზარალებული გონზეა და აღენიშნება ძლიერი წყურვილის შეგრძნება, დაუსველეთ მას ტუჩები;

 

4. დაათბუნეთ დაზარალებული – გადააფარეთ საბანი ან ქსოვილი;

 

5. ყოველ 10 წთ-ში ერთხელ გადაამოწმეთ პულსი, სუნთქვა და ცნობიერების დონე. თუ დაზარალებული კარგავს გონებას, მოათავსეთ უსაფრთხო მდებარეობაში;

 

6. დააკვირდით, ხომ არ აღენიშნება დაზარალებულს სისხლიანი გამონადენი. თუ ეს შესაძლებელია გაატანეთ ამ გამონადენის ნაცხი სამედიცინო სამსახურს.

 

რას წერენ ჩვენი პაციენტები ჩვენზე

I would like to thank Dr.Lekso Tigilauri for his professionalism and excellent job.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმის გამო, რომ წუხელ მთელი ღამე არ გეძინათ და ხანდაზმულ პაციენტს მკურნალობდით.. გისურვებთ ზურგის ქარს , წარმატებებს და დამსა ...