სასარგებლო რჩევები

ათეროსკლეროზი

21 სექტემბერი, 2018

ათეროსკლეროზი ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვთა სანათურის შემცირებით და ორგანოთა სისხლის მიმოქცევის დარღვევით. ათეროსკლეროზის დროს სისხლძარღვის კედელში ხდება ათეროსკლეროზული ფოლქის ფორმირება. ეს გარემოება იწვევს სისხლძარღვის კედელში მთელ რიგ ცვლილებებს. პროცესი პროგრესირებად ხასიათს ატარებს. სანათური სულ უფრო ვიწროვდება, სისხლძარღვები კარგავენ ელასტიურობას, გაფართოვების უნარს, რაც იწვევს ორგანოთა სისხლით მომარაგების დარღვევას, განსაკუთრებით მათი მუშაობის გაძლიერებას, ანუ ჟანგბადის მოთხოვნილების ზრდის შემთხვევაში.

როდესაც ამგვარი ცვლილებები ხდება გულის კუნთის მკვებავ სისხლძარღვებში, ვითარდება გულის იშემიური ანუ კორონარული დაავადება, რომლის კლინიკური გამოვლინებაა სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი. იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანდება თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვები ვითარდება თავის ტვინის ინსულტი, ქვედა კიდურების სისხლძარღვთა დაავადების შემთხვევაში კი ქვედა კიდურების მაობლიტირებელი დაავადებები.

კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. ის აზიანებს მსხვილი და საშუალო კალიბრის არტერიების შიდა შრეს - ინტიმას. ათეროსკლეროზით ყველაზე ხშირად ეპიკარდიული გვირგვინოვანი არტერიები ზიანდება.

მისი განვითარების საწყის სტადიაზე ინტიმაში ჩნდება ცხიმობანი ლაქა. ათეროსკლეროზული პროცესის პროგრესირებისას ცხიმოვანი ლაქა გარდაიქმნება ე.წ. ფიბროზულ ფოლაქად. ფოლაქი შემდგომში განიცდის დესტრუქტიულ ცვლილებებს, მის ზედაპირზე ჩნდება ნახეთქი, შიგთავსი ნევროზდება, ვითარდება კალციფიკაცია, ფოლქის დაზიანებულ, დაწყლულებულ ზედაპირზე ხდება თრომბოციტების აგრეგაცია და ტრომბის ჩამოყალიბება. აღნიშნული პროცესის შედეგად არტერიის სანათური თანდათანობით ვიწროვდება. შეიძლება განვითარდეს მისი მთლიანი დახშობა.

ათეროსკლეროზის და გული იშემიური დაავადების განვითარება მჭიდრო კორელაციაშია სისხლში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და ლიპოპროტეინების შემცველობასთან. განასხვავებენ მაღალი, დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს . სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ჭარბი კონცენტრაცია, ხოლო მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დეფიციტი ხელს უქყობს ათეროსკლეროზის პროგრესირებას და მისი გართულებების განვითარებას. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისაგან განსხვავებით სისხლში მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მომატებული კონცენტრაცია იცავს ორგანიზმს გულის იშემიური დაავადებისაგანუჯრედებიდან ქოლესტერინის გამოყვანის გაძლიერებით.

ცნობილია, რომ ქალებს მენოპაუზამდე სისხლში აღენიშნებათ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მაღალი დონე, რის გამოც მათ, შესაბამისი ასაკის მამაკაცებისაგან განსხვავებით ნაკლებად უვითარდებათ ათეროსკლეროზი.

ცნობილია ჰიპერლიპიდემიის ხუთი ძირითადი ტიპი:

  1. ქილომიკრონების გაზრდილი კონცენტრაციის გამო, ხასიათდება ტრიგლიცერიდების ძალიან მაღალი შემცველობით.
  2. ხასიათდება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის მაღალი შემცველობით

დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობის გაზრდის გამო ხასიატდება ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის მაღალი კონცენტრაციით.

  1. ხასიათდება ქილმიკრონების ფრაგმენტებისა და შუალედური სიმკვრივის ლიპოპროტეინების დაგროვებით. სისხლის შრატში გაზრდილია ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონე.
  2. ხასიათდება ტრიგლიცერიდების შემცველობის გაზრდიტ. ქოლესტერინინს ნორმალური დონით და ძალაინ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების გაზრდილი კონცენტრაციით.
  3. ხასიათდება უპირატესად ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის კონცენტრაციის გაზრდით.

განასხვავებენ პირველად ( მმკვიდრეულ-გენეტიკური) და მეორად (სხვადასხვა დროს განვიტარებული) ჰიპერქოლესტერინემიას.

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია აუტოსომურ-დომინანტური დაავადებაა. მას საფუძვლად უდევს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რეცეპტორების დეფექტი. ზომოზიგები გვხვდება 1:1000 000 სიხშირით. მათთვის დამახასიათებელია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის კონცენტრაციის გაზრდა. 15-31 მმოლ/ლ-ს .გულის იშემიური დაავადების განვითარება 20 წლამდე ასაკში. ჰიპეროზიგოტები გვხვდება 1:500 სიხშირით დაბალი სიმკვრივის ლლიპოპროტეინებბის ქოლესტერინის შემცველობა აღწევს 6-15 მმოლ/ლ-ს. ასეთ ადამიანებში იშემიური დაავადება ვითარდება 30-40 წლის ასაკში.

  • პოლიგენური ჰიპერქოლესტერინემია ვითარდება გენეტიკური წინასწარგანწყობის ფონზე გარე ფაქტორების ზემოქმედებით( სიმსუქნე, დიეტა). თუ სისხლში ქოლესტერინის დონე არის 6-8მოლ/ლ, გულის იშემიური დაავადება ვითარდება 60 წლამდე ასაკში.
  • ოჯახური კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემია აღენიშნება მოსახლეობის 1-2%-ს. მეორადი ჰიპერქოლესტერონიემები ვითარდება შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის დაავადების, ღვიძლის სანაღვლე გზების პათოლოგიების, ჰიპოთირეოზის, პანკრეატიტის და სიმსუქნის დროს. მეორადი ჰიპერქოლესტერინემია პირველტან შედარებით გაცილებით ხშირად ვითარდება. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩივილებს, დაავადების ანამნეზს. ადამიანები ხშირად უჩივიან დისკომფორტს, ტკივილს, წვას, შებოჭვას მკერდის ძვლის უკან, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვისას. ეს დისკომფორტი გაივლის დატვირთვის შეწყვეტისთანავე ან ნიტროგლიცერინის ენის ქვეშ მიღების შემდეგ. როცა ეს ჩივილები ჩნდება საფიქრალია, რომ გვირგვინოვანი სისხლძარღვის სანათური შევიწროვებულია 70%-ზე მეტად. არსებობს ათეროსკლეროზული პროცესის ლოკალიზაციის ტიპური ადგილები: მარცხენა გვირგვინოვანი არტერიის, წინა პარკუჭთა შუა ტოტი, საძილე არტერიების ბიფურკაცია, თირკმლის არტერიის პროქსიმალური ნაწილები.

გვირგვინოვანი არტერიების დაზიანების დროს შეიძლება განვითარდეს სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტის კლინიკური სურათი ან უეცარი გულისმიერი სიკვდილი.

  • ტვინის არტერიების დაზიანების დროს ვითარდება ტრანზიტორული იშემიური შეტევები ან ინსულტი.
  • ქვედა კიდურების არტერიების დაზიანება ატეროსკლეროზული პროცესია იწვევს ხანგამოშვებითი კოჭლობის და განგრენის განვითარებას.
  • თირკმლის არტერიების დაზიანებისას ვიტარდება ნაწლავების იშემიის სიმპტომები.

ათეროსკლეროზული პროცესის გარეგნული ნიშნები შეიძლება იყოს ქსანთომები ( ბორცისმაგვარი წარმოქმნები) სახსრების და ტერფების მყესების მიდამოებში, რაც განპირობებულია ქოლესტერინის დალექვით. ქსანთელაზმები (სხვადასხვა ფორმის მოყვითალო-მორანჯისფრო ლაქები კანზე, რაც გამოწვეულია კანშჳ ქოლესტერინის და ტრიგლოცერიდების დალექვით) და სენილური რკალი რქოვანაზე ( მოყვითალო ფერის ზოლი რქოვანას კიდის გასწვრივ).

დისლიპიდემიის დიაგნოსტიკისათვის, ძირიტადად საზღვრავენ საერთო ქოლესტერინის, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის, ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდემიის შემცველობის სისხლში. შესაძლებლობის მიხედვით, პირდაპირი მეთოდით, ისაზღვრება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაცია ( ეს უფრო ძვირი და რთული მეთოდია) ხშირად დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაცია ითვლება ფრიდვალდის ფორმულით:

დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინი (მმოლ/ლ) = საერთო ქოლესტერინი (მმოლ/ლ) - მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინი ( მმოლ/ლ) – 0,45 * ტრიგლიცერიდები (მმოლ/ლ) სადაც ყველა მნიშვნელობა მოყვანილია მმოლ/ლ-ში. საერთო ქოლესტერინის ოპტიმალური კონცენტრაცია არაუმეტეს 5მმოლ/ლ-ია ( 190 მგ%) ხოლო დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინის კონცენტრაცია - არაუმეტეს 3მმოლ/ლ (115მგ%).

გულის იშემიური დაავადების რისკის ხარისხის შესაფასებლად ითვლიან საერთო ქოლესტერინის შეფარდებას მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინთან. თუ შეფარდებითი მნიშვნელობა 5-ზე მეტია, იგი მიუთითებს გულის იშემიური დაავადების განვითარების მაღალ რისკზე.

მკურნალობა:

დისლიპიდემიის მკურნალობას იწყებენ მედიკამენტების გამოყენების გარეშე - ცხოვრების წესის შეცვლით და დიეტით. ქოლესტერინის, ნაჯერი ცხიმების დაბალი და უჯერი ცხიმების მარალი შემცველობით. არამედიკამენტური საშუალებებით მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ინიშნება ჰიპოლიპიდემიური საშუალებები. გამოიყენება ჰიპოლიპიდემიური საშუალებების ოთხი კლასი:

  1. ჰიდროქსიპმეთილგლუტარილ-კოენზიმ A რედუქტაზას ინჰიმიტორები-სტატინები.
  2. ნაღვლის მჟავების სეკვესტრანტები - ანიონცვლითი ფისები
  3. ფიბროის მჟავას წარმოებულები - ფიბრატები
  4. ნიკოტინმჟავას პრეპარატები.

სხვადასხვა ჰიპოლიპიდემიური საშუალება ლიპიდურ სპექტრზე განსხვავებული მექანიზმით მოქმედებს. სტატინები, ანიონგაცვლითი ფისები და ნიკოტინმჟვა ეფექტურად ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის კონცენტრაციას, მაშინ როცა ფიბრატები სუსტად მოქმედებენ მასზე.

მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინის დონე სტატინებისა და ფისების დანიშვნის შედეგად მცირედ იზრდება, ხოლო ნიკოტმჟავას და ფიბრატების დანიშვნისას კი უფრო მეტად.

დისლიპიდემიის მკურნალობისას უპირატესობა ენიჭება ჰმგ რედუცტაზას ინჰიბატორებს ( სტატინებს). მრავალი კვლევით დამტკიცებულია, რომ ამ ჯგუფის პრეპარატები ეფექტურად ამცირებენ გულის იშემიური დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობას, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის. მკურნალობა შესაძლებელია როგროც ერთი, ისე რამდენიმე პრეპარატით. საქართველოში ფართოდ გამოიყენება მკურნალობის ე.წ. ინტერვერციული მეთოდები: კორონარული ანგიოპლასტიკა და აორტო-კორონარული შუნტირება.

რაც შეეხება რისკ-ფაქტორების შემცირებას. ამ დაავადებისადმი მიდრეკილმა ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ თამბაქოს მოწევა, იკვებონ დაბალქოლესტერინული და დაბალკალორიული საკვებით, კვირაში 3-4-ჯერ იარონ სწრაფი ან საშუალო ტემპით ან საშუალო ტემპით 30-40 წუთის განმავლობაშჳ. სისხლში ცხიმების ცვლის დარღვევისას საჭიროა მისი კორექცია. მაღალი არტერიული წნევის შემთხვევაში, წნევა უნდა იყოს ნორმალიზებული. შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში კი სავალდებულოა სისხლში გლუკოზის სტაბილიზაცია.

 

 

 

 

რას წერენ ჩვენი პაციენტები ჩვენზე

მენჯ–ბარძაყის წარმატებული ოპერაციისთვის უღრმეს მადლობას ვუხადი ტრავმატოლოგ ზურაბ ბერიანიძეს, ლევან გოჩიაშვილს და ანესთეზიოლოგ მამუკა ხაჩიაშვილს. დიდი ...
I would like to thank Dr.Lekso Tigilauri for his professionalism and excellent job.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმის გამო, რომ წუხელ მთელი ღამე არ გეძინათ და ხანდაზმულ პაციენტს მკურნალობდით.. გისურვებთ ზურგის ქარს , წარმატებებს და დამსა ...