სასარგებლო რჩევები

ფარისებრი ჯირკვალი - მხნეობის სადარაჯოზე

21 სექტემბერი, 2018

დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ჩიყვის პრობლემა. იგი შეიძლება ფარულად მიმდინარეობდეს, მაგრამ მრავალსახოვანი გართულება მოგვცეს: გულის მხრივ - რითმის შეცვლა, გულის უკმარისობა, არტერიული წნევის მატება ან დაქვეითება, ნერვული სისტემის მხრივ აგზნებადობის მომატება ან პირიქით, აპათია, ხასიათის შეცვლა, მეხსიერების დაქვეითება, ზოგადი სისუსტე; თმის ცვენა, წონის მომატება ან დაკლება, მცივანობა ან ოფლიანობ, უშვილობა, ართრიტი, ნაღვლის ბუშტში კენჭის წარმოქმნა, კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევა, მხედველობის და სმენის გაუარესება, კბილების დაზიანება სხვა.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების განვითარებაში დიდი როლი მიუძღვის სტრესს, ეკოლოგიურ ფაქტორებს, იოდის დეფიციტს.

სამწუხაროდ, ხშირად პაციენტი მიდის ჩივილით სხვადასხვა პროფილის ექიმთან, ხდება სიმპტომების მკურნალობა, ხოლო მიზეზი დაუდგენელი რჩება.

ჩვენ გირჩევთ, აღნიშნული ჩივილების არსებობისას მიაკითხოთ კლინიკას, სადაც ჩაგიტარდებათ ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. აუცილებელია ლაბორატორიული კვლევები - სისხლში ჰორმონების განსაზღვრა, ექოსკოპია, წონის საკორექციო დიეტის შედგენა.

გახსოვდეთ, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჯანმრთელობის მყარი გარანტიაა!

გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას!

 

 

რას წერენ ჩვენი პაციენტები ჩვენზე

მენჯ–ბარძაყის წარმატებული ოპერაციისთვის უღრმეს მადლობას ვუხადი ტრავმატოლოგ ზურაბ ბერიანიძეს, ლევან გოჩიაშვილს და ანესთეზიოლოგ მამუკა ხაჩიაშვილს. დიდი ...
I would like to thank Dr.Lekso Tigilauri for his professionalism and excellent job.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმის გამო, რომ წუხელ მთელი ღამე არ გეძინათ და ხანდაზმულ პაციენტს მკურნალობდით.. გისურვებთ ზურგის ქარს , წარმატებებს და დამსა ...