სასარგებლო რჩევები

ქრონიკული პროსტატიტის მიზეზები და მკურნალობა

1 აგვისტო, 2018

ქრონიკული პროსტატიტი მედიცინაში 1850 წლიდანაა ცნობილი და ძირითადად ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მამაკაცებში გვხვდება, ე.ი. სექსუალურად აქტიური ასაკის მამაკაცებში.

პროსტატიტები პირობითად წარმოშობის მიზეზებიდან გამომდინარე იყოფიან ბაქტერიალურ (ე.ი. როდესაც დაავადების გამომწვევი მიზეზები რომელიმე მიკროორგანიზმია) და აბაქტერიალურ პროსტატიტებად. აგრეთვე, მიმდინარეობის მიხედვით, მწვავე და ქრონიკულ პროსტატიტებად.

მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა პროსტატიტების მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური და შეიცავდეს როგროც მედიკამენტოზური (ინექციები, აბები, კაფსულები) აგრეთვე ფიზიოთერაპიული მკურნალობის კურსსაც.

პრაქტიკაში წარმატებით გამოიყენება თანამედროვე მაგნიტოლაზერული მკურნალობის მეთოდები, რაც საგრძნობლად ამცირებს მკურნალობის ხანგრძლივობას და აუმჯობესებს რეზულტატებს. ( ეს მეთოდი დანერგილი და აპრობირებულია სამედიცინო ცენტრ ქირონში და პაციენტების დიდი მოწონებით სარგებლობს).

აღსანიშნავია, რომ არანამკურნალები პროსტატიტი მამაკაცებში იწვევს ისეთ გართულებებს, როგორიცაა გახშირებული შარდვა, სექსუალური ფუნქციის (ლიბიდოსა და პოტენციის) დაქვეითებას და მეორად უშვილობასაც კი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვურჩევთ ყველა მამაკაცს, იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ პროსტატიტის გართულებებთან დაკავშირებული უსიამოვნებანი, დროულად მიმართონ ექიმ-უროლოგს და პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტარონ სრულყოფილი გამოკვლევა.

 

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fblackwellhospital%2Fposts%2F2063231567279593%3A0&width=500" width="500" height="420" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true" allow="encrypted-media"></iframe>

რას წერენ ჩვენი პაციენტები ჩვენზე

მენჯ–ბარძაყის წარმატებული ოპერაციისთვის უღრმეს მადლობას ვუხადი ტრავმატოლოგ ზურაბ ბერიანიძეს, ლევან გოჩიაშვილს და ანესთეზიოლოგ მამუკა ხაჩიაშვილს. დიდი ...
I would like to thank Dr.Lekso Tigilauri for his professionalism and excellent job.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმის გამო, რომ წუხელ მთელი ღამე არ გეძინათ და ხანდაზმულ პაციენტს მკურნალობდით.. გისურვებთ ზურგის ქარს , წარმატებებს და დამსა ...