სასარგებლო რჩევები

ერექტიული დისფუნქცია - მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

4 სექტემბერი, 2018

თანამედროვე მედიცინაში წინათ გავრცელებული ტერმინი ’’იმპოტენცია’’ შეცვალა ტერმინმა ’’ერექტიული დისფუნქცია’’. ეს ტერმინი უფრო მრავლისმომცველია და აღნიშნავს მამაკაცის მიერ სრულფასოვანი სქესობრივი აქტის ჩატარების შეუძლებლობას (ლიბიდოსა და პოტენციის დაქვეითება, სწრაფი ეაკულაცია, ხანმოკლე სქესობრივი აქტი ერექციის სწრაფი გაქრობის გამო და ა.შ.)გამოხატულობის მიხედვით ერექტიული დისფუნქცია იყოფა 3 ხარისხად:

  1. მსუბუქი - ერექცია უმნიშვნელოდ დაქვეითებული ან შენარჩუნებულია, მაგრამ აღინიშნება სწრაფი ეაკულაცია. ამ დროს სქესობრივი აქტის ჩატარება შესაძლებელია.
  2. საშუალო - ერექცია საგრძნობლად დაქვეითებულია. სქესობრივი აქტის ჩატარება გაძნელებულია.
  3. მძიმე - ერექცია არ აღინიშნება. სქესობრივი აქტის ჩატარება შეუძლებელია.

ერექტიული დისფუნქცია 80% შემთხვევებში განპირობებულია ორგანული პათოლოგიით (ანთებითი, ენდროკრინული, სისხლძარღვოვანი და ა.შ) და მხოლოდ 20% შემთხვევაში ფსიქოლოგიური ფაქტორებით, თუმცა პრაქტიკაშჳ როგროც წესი კომბინირებული, ე.წ. ’’შერეული’’ მიზეზები ჭარბობს.

ერექტიული დისფუნქციის მკურნალობის შედეგი პირდაპირ კავშირშია დაავადების მიზეზის დროულ დადგენასთან და მკურნალობის დაწყებასთან. თანამედროვე მედიცინა წარმატებით ართმევს ტავს ამ ამოცანას.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფარმაცევტულ ბაზარზე ფართოდაა წარმოდგენილი სხვადასხვა მასტიმულირებელი პრეპარატები ( ვიაგრა და მისი ანალოგები), რომელტა ექიმის დანიშნულების გარეშე მიღებამ, იმის გათვალისწინებით, რომ მათ მრავალი გვერდითი მოვლენა ახასიათებთ, შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს პაციენტის მდგომარეობა.

 

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fblackwellhospital%2Fposts%2F2063231567279593%3A0&width=500" width="500" height="420" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true" allow="encrypted-media"></iframe>

რას წერენ ჩვენი პაციენტები ჩვენზე

მენჯ–ბარძაყის წარმატებული ოპერაციისთვის უღრმეს მადლობას ვუხადი ტრავმატოლოგ ზურაბ ბერიანიძეს, ლევან გოჩიაშვილს და ანესთეზიოლოგ მამუკა ხაჩიაშვილს. დიდი ...
I would like to thank Dr.Lekso Tigilauri for his professionalism and excellent job.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმის გამო, რომ წუხელ მთელი ღამე არ გეძინათ და ხანდაზმულ პაციენტს მკურნალობდით.. გისურვებთ ზურგის ქარს , წარმატებებს და დამსა ...